Saturday, July 4, 2009

ლადო ათანელი


ოქროს ყელი საქართველოდან

ქართველი ბარიტონი ლადო ათანელი, დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილი და საყვარელი მომღერალია. ალბათ ეს განაპირობა იმანაც, რომ იგი ცნობილი მომღერლების ოჯახიდანაა.

მისი მამა ლირიული ტენორი იყო, და- ლირიული სოპრანო, ასევე მისი სამი ბიძა მომღერალია, გუნდში მისი პირველი პარტია შრომისაგან დაღლილი ჭიანჭველას პარტია იყო ოპერიდან ,,რწყილი და ჭიანჭველა” , სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ოთხი წელი მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, ოთხი წელი კონსერვატორიაში ჯემალ ლორთქიფანიძესთან.

თავდაპირველად იგი საოპერო სტუდიაში მღეროდა, შემდეგ კი 1989 წელს პირველად იმღერა ვერდის ,,ბალ-მასკარადში”, პირველი პრიზი ბარსელონაში მიიღო 1991 წელს, 1993 წლიდან მას მხარში უდგას თავისი მეუღლე მანანა ჩიქოვანი, ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლადოს შემოქმედების პირველი ეტაპის მონაპოვარი განვითარებულიყო და იმ ფენომენად ჩამოყალიბებულიყო ვოკალური ხელოვნების
ისტორიაში, რომელიც დღეს ლადო ათანელის სახელითაა ცნობილი.

ჟურნალ ,,ორფეოსში” დაიბეჭდა სპეციალური სტატია ლადოზე, სადაც მისი ხმის სიმძლავრე 355 ცხენის ძალას შეადარეს. ვერდის ,,ნაბუქო” არის ურთულესი და ულამაზესი პარტია, რომლის სახითაც ფრანგმა მელომანებმა და საზოგადოებრიობამ უნიკალური საჩუქარი მიიღო, ლადო იმ საღამოს ,,ასკარატიან ბრილიანტს” შეადარეს მისი ხმისთვის იტალიური მუსიკა მალამოსავითაა - ხელს უწყობს მის განვითარებას, იგი თავს იკავებს გერმანული პარტიების შესრულებისაგან. მრავალი წლის შემდეგ მომღერალი,სამშობლოში იმყოფებოდა და თბილისში ბენეფისი გამართა, რათა 150 წლის საოპერო თეატრისთვის მატერიალური მხარდაჭერა აღმოეჩინა, მან წინასწარ მოითხოვა ბილეთები ხელმისაწვდომ ფასებში გაყიდულიყო, რათა ახალგაზრდებსაც ჰქონოდათ დასწრების შესაძლებლობა, საზღვარგარეთ ათანელი არამარტო თავის ერს წარმოაჩენს, არამედ იგი კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრია, თავისი მეუღლე მანანა ჩიქოვანი კი - წევრ-კორესპონდენტი. ივლისში მან პირველი CD გამოუშვა. დიდი ბარიტონი გარეგნულადაც საკუთარ ხმას ჰგავს - მაღალი, კლდესავით მაგარი, უკან გადავარცხნილი შავი თმით, თითქოს აგრესიულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მისი წყლიანი, თაფლისფერი თვალები უდიდეს ადამიანურ სითბოს ასხივებს.

თბილისის სცენაზე მან შეასრულა ჟერმონის პარტია ,,ტრავიატაში”, შემდეგ როსინის ,,სევილიელ დალაქში”- ფიგაროს პარტია, ასევე მურმანის როლი - ,,აბესალომ და ეთერში”.

1991 წლის 23 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ფესტივალში 200 მონაწილიდან მხოლოდ მან აიღო პირველი პრემია - გრან-პრი, ეს მისი პირველი უდიდესი წარმატება იყო, იმ პერიოდში საქართველოში იყო უმძიმესი პირობები, თუმცა იგი დაუღალავად შრომობდა თავისი ხმის დახვეწისთვის, მაგრამ ძალიან უჭირდა და იცოდა, რომ მის შემოქმედებით წინსვლას დიდი საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომაც იგი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და გერმანიას მიაშურა, თუმცა თავდაპირველად არც გერმანიაში ჰქონია დალხენილი ცხოვრება. იგი ხუთი წელი ელოდა მოქალაქეობის მიღებას, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აირჩია მან გერმანია, როცა სხვა ცნობილი ოპერის მომღერლები იტალიისაკენ მიილტვიან, მან უპასუხა: ,,ალბათ ღმერთის სურვილი იყო და მართლაც, მერე, როდესაც გერმანიაში ჩამოვედი, მივხვდი, რომ ჩემმა შინაგანმა შეგრძნებამ მათქმევინა. აქ არსებული არაჩვეულებრივი წესრიგი, დისციპლინა და შრომისმოყვარეობა, თუ თავის ქებაში არ ჩამომართმევთ, მეც მახასიათებს და ამიტომ გერმანია არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც საქართველოს შემდეგ შემიძლია ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელება.”

მიუხედავად მისი წარმატებისა, მას გული სწყდება იმაზე, რომ ბარიტონია, რადგან მას ყოველთვის უარყოფითი პერსონაჟების გაცოცხლება უწევს, მას კი უნდა, რომ დადებითი გმირები განასახიეროს. მას არ შეუძლია მიწებებული წვერით სიმღერა, ამიტომ ყოველთვის მოშვებული წვერით დადის.
მიუხედავად დიდი სიმპათიისა გერმანიისადმი მას საქართველო ძალიან ენატრება...